Предыдущая публикация
ვით მოჭრილ ხეზე ასაკის რგოლებს...
და არაფერი აღარ მაოცებს,
აღარც სიბერე მაშინებს..... ვგონებ,
ეს მე ღიმილმა დამატყო კვალი....
არა დარდმა და ცრემლმა სევდისამ.....
მადლობა უფალს,რომ გავჩნდი ქალად
და დამებედა ვალი დედისა!,,,,
ჰო, ნაოჭებიც გვიხდება ქალებს,
რადგან ეს წლების საჩუქარია....
ხან თუ ცრემლები გვინამავს თვალებს,
წლების კი არა,გულის ბრალია.....
გული, რომელიც ზღვა სითბოს იტევს....
გული, რომელიც ყველასთვის ზრუნავს....
მერე რა, თუ კი წელი, წელს მისდევს,
ბედის ბორბალი ყველასთვის ბრუნავს.....
ვუმზერ სარკეში ნაოჭთა ბადეს,
რასაც ღიმილიც ვეღარ მაცილებს....
მე ჩემი ტვირთი ჩრდილივით დამდევს
და არაფერი აღარ მაშინებს!
???


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев