რადგანაც დღე მთავრდებოდა და ეს ჩემი ბოლო კლიენტი იქნებოდა,ამიტომაც ერთ სულზე ვიყავი სახლში დროზე წავსულიყავი.ავტომობილი სახლთან გავაჩერე,მერე კარებთან მივედი და დავაკაკუნე...."ერთი წუთით" - კარების მეორე მხრიდან ხმა გატეხილი,მოხუცებული ქალბატონის ხმა გაისმა.
საკმაო პაუზის შემდეგ კარები გაიღო და ჩემს წინ პატარა,მოხუცებული ქალბატონი იდგა,ისე იყო გამოწყობილი,რომ 60-იანი წლების მსახიობი გეგონებოდა.გვერდით პატარა ჩემოდანი იდო,ბინა ერთი შეხედვით შიგნიდან ისე გამოიყურებოდა,რომ თითქოს წლების განმავლობაში შიგ არავის ეცხოვრა."ახალგაზრდავ,ხომ ვერ დამეხმარებოდით ჩემი ჩემოდნის ავტომობილამდე მიტანაში?" - მითხრა მან.როგორც კი ჩემოდანი ავტომობილის საბარგულში დავაბინავე,მივბრუნდი მის დასახმარებლად,მან ხელი-ხელში ჩამჭიდა და ნელა ავტომობილისაკენ დავიძარით.მთელი ამ ხნის განმავლობაში ის მადლობებს მიხდიდა."არა,რას ამბობთ" - ვუთხარი მე - "მე მსურს მოგექცეთ თქვენ ისე,როგორც მე მსურს მოექცეს ვინმე უცნობი დედაჩემს".
"რა კარგი შვილი ყოლიხარ დედას" - მითხრა მან და დამისახელა მისამართი,სადაც უნდა მიმეყვანა.ავტომობილის დაძვრისას კი უცებ მკითხა: "უკაცრავად რომ გაწუხებთ,მაგრამ არ შეგიძლიათ ქალაქის ცენტრით რომ გახვიდეთ?"
"კი მაგრამ,ეს ხომ შორი გზაა?" - ვუპასუხე მე.
"თუკი არ შეგაწუხებთ,მე აწი არსად მეჩქარება,მე მხოლოდ მოხუცთა თავშესაფარში მელოდებიან,იქ კი ახლობელი არავინ არ გამაჩნია".- სარკეთი უკან გავიხედე,რამდენიმე წუთის წინ ჩამქრალი თვალები ეხლა საოცრად უბრწყინავდა - "ექიმი მეუბნება,რომ მხოლოდ რამდენიმე კვირის სიცოცხლე დამრჩა"...
მთელი ორი საათი დავდიოდით ქალაქში,მესაუბრებოდა და თან მაჩვენებდა შენობებს,რომლებიც დაკავშირებული იყვნენ მის მოგონებებთან,იქ სადაც ადრე მუშაობდა,გავიარეთ ის ადგილი სადაც ახლადაქორწინებული ის და მისი მეუღლე ცხოვრობდნენ,საცეკვაო დარბაზი,სადაც ბავშვობისას დადიოდა და ა.შ...
ხანდახან მთხოვდა კონკრეტული შენობების ახლოს გამეჩერებინა და ამ დროს ხმის ამოუღებლად რამდენიმე წუთი ღრმად ფიქრებში ჩაფლული იჯდა.
ბოლოს კი ღიმილით მითხრა: "დავიღალე,ეხლა კი მგონი დროა წავიდეთ".
ხმის ამოუღებლად მივედით მისამართზე,ეს იყო დაბალი შენობა,პატარა სანატორიუმის მსგავსი.
ორი სანიტარი მოუახლოვდა ავტომობილს და გადმოსვლაში დაეხმარნენ,ეტყობოდათ რომ ელოდნენ.
საბარგულიდან ჩემოდანი გადმოვიტანე და დასამშვიდობებლად მივუახლოვდი.
"რამდენი უნდა მოგცეთ ახალგაზრდავ?" - მკითხა მან.
"არაფერი" - ვუპასუხე მე.
"კი მაგრამ,თქვენ ხომ ამით პურის ფულს შოულობთ ახალგაზრდავ" - მიპასუხა.
"სხვა მგზავრებიც არსებობენ" - ვუპასუხე მე.
არც დავფიქრებულვარ,დავიხარე და ჩავეხუტე,მივხვდი რომ მანაც მთელი მისი არსებით ჩამიკრა.
"შენ მოხუცს ბედნიერება მიანიჭე,მადლობა" - მითხრა მან.
რამდენიმე წამი ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით,შემდეგ კი წამოვედი....ჩემს უკან კარები დაიხურა,ეს იყო ერთი ცხოვრების წიგნის დახურვის ხმა...
გზაზე მგზავრები მხვდებოდნენ,მაგრამ არ შემეძლო...არ ვიცი რამდენი ხანი და სად ვიარე ფიქრებში ჩაძირულმა.
ბოლოს კი მივხვდი,რომ ჩემს ცხოვრებაში მე ამაზე აუცილებელი,ამაზე ღირებული არაფერი გამიკეთებია...
ჩვენ მიჩვეული ვართ ვიფიქროთ,რომ მთელი ჩვენი ცხოვრება მხოლოდ დიდებული,რაღაც განსაკუთრებული მომენტების ირგვლივ ტრიალებს,მაგრამ ლამაზად შეფუთული ეს დიდებული მომენტები ხშირად გვაცურებენ კიდევაც.
და იქნებ იმ პატარა წვრილმანებში,რომელსაც ჩვენ ადამიანები ვერ თუ არ ვამჩნევთ არის ყველაფერი ის,რასაც მუდმივად ვეძებთ თითოეული ჩვენთაგანი,ვეძებთ მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე!


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 7