ვიცი დრო ცოტა მაქვს უკვე დარჩენილი,
ისევ ვეძალები ვერაგ წუთისოფელს,
მტკივა სიბერე და ყოფა დაწყევლილი.
ძველი სურათები უკვე გაიცრიცა,
იმდენს ვეფერები გრძნობა გაცვეთილი,
შარას გავყურებ და უფალს ვევედრები,
ერთხელ კიდევ გნახო ჩემი გაჩენილი.
სანამ ცოცხალი ვარ მე აქ გელოდები,
შენთვის ლოცვებით მაქვს გზები გათელილი,
მინდა გაგახსენდეს, სადაც გაიზარდე,
რა ვქნა მეც თუ მინდა ნატვრა ახდენილი.
რაღა დამრჩენია, უკვე მოვხუცდი და
სიკვდილს ცელიც კი აქვს ჩემთვის ალესილი,
თუ ვერ მომისწარი წერილს დაგიტოვებ,
მინდა წაიკითხო ჩემი გალექსილი.
თაფლის სანთელს ვანთებ ახლაც სასთუმალთან,
ვწვები, ხელები მაქვს გულზე დაკრეფილი,
შენი მონატრული თვალებს დავხუჭავ და
მკერდში გაჩერდება გული გახეთქილი.
ანდერძს დაგიტოვებ, იქნებ აღასრულო,
ერთი თხოვნაღა მაქვს შენთვის დარჩენილი,
ბოძს ნუ წამოაქცევ დედულ-მამულეთში,
კარი არ დატოვო ფიცრით აჭედილი.
ქეთი ალასანია.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 11