რაღაც ნაადრევად ჩამოღამდა,
რაღაც ნაადრევად აცივდა,
ახლა გული ისე წამომტკივდა,
ბებო,შენი ლოცვა დამჭირდა...
ისე უჩვეულოდა გაგიდიდდი,
თითქოს არც ვყოფილვარ ბავშვი და
იცი?რა ხანია დამეკარგა
შენი ნაფერები შალიც დაააააა.....
...ბებო,მთებს გადავდგამ შენი მონატრებთ,
მინდა ამიცხადდე თავიდან,
მინდა შენს ეზოში ისე გავიარო,
თითქოს ფეხადგმული ბავშვი ვარ...
მერე შენს კალთას და ნაბიჯს ავედევნო,
არსად არ გაგიშვა სახლიდან...
მარტოს ნუ დამტოვებ! საფქვავს მეც წავიღებ-
წისქვილს მივაკითხოთ თავიდან....
მერე წიწილებიც ერთად დავაპუროთ,
შენს შალს ტკივილებზე წავიკრავ,
ბებო,გევედრები დღესაც დამესიზმრე,
სულში უშენობა ამტკივდაააა........................
დიკა სალაყაია


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2