
ქარმა წაიღო შორს თეთრი მანდილი,
სევდით და სურნელით ლამაზი ქალისა.
დამჭკნარი იები მიწაზე ცვიოდა,
აღარსად არ იყო, იმედი ხვალისა...
სევდიან თვალებში იდგა მოთმინება,
ცხოვრების ცივი და ჯიუტი ვალისა.
ღიმილში შერეულ მოლოდინს ერთოდა,
დროება სახეზე დამჩნეულ ღარისა.
გაცვეთილ ხის სკამზე ეული ფოთოლი,
ტიროდა ნათრევი მძვინვარე ქარისა.
ბილიკს მიჰყვებოდა ქალის სილამაზე,
ფიქრობდა სიმძიმეს თავისი ჯვარისა...
/ დიანა დამეგი /


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев