დაჭრილი ნაპოლეონი <3 <3
2ც.კვერცხი.1ჭ.ცივი წყალი.1ს.კ ძმარი.1ს.კ არაყი.დანის წვრით ლიმონის მჟავა.100გრ.კარაქი.ცოტა მარილი.4 ჭ.ფქვილი-ამ მასალით მოვზილავთ ცომს ხელს რომ არ ეკვრებოდეს ისეთს და გავყოფთ 2 ნაწილად.
2 შეკვრა მარგარინი იყოფა 3-3ნაწილად და თითიეულ გაბრტყელებულ ცომს უსმევთ სამჯერ.ვაცივებთ კარგად მაცივარში.ბოლოს მე ვაბრტყელებ ცომს ვაჭრი თხლად ირგვლივ ბოლოებს,მერე ვჭრი სასურველ ზომებად და ვაწყობ საყინულეში. კარგად როცა გაიყინება ვაცხობ 250 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში ჰაერთან ერთად 10 წუთით და მერე უწევ ღუმელს 180გრადუსზე სანამ კარგად გამოშუშდება.მოჭრილ გვერდებსაც ვაცხობთ და ვიყენებთ ზევიდან მოსფშვნელად.
კრემი
2 ლიტრა რძე+2 ჩაის ჭიქა ფქვილი+5 ჩაის ჭიქა შაქარი.მოვადყღებთ მიხარშულ კრემს და გაციების შემდეგ გავთქვიფავთ 500 გრამ კარაქთან ერთად და ვუმატებთ ვანილს.
გემრიელად მიირთვით 💛💛


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2