შემოგთავაზებთ სასარგებლო გოზინაყის რეცეპტს 🙂
თითქმის ყველა რეცეპტი რაც კი მინახავს და უსწავლებიათ, ყველაში წერია ადუღებული თაფლი,მაგრამ ალბათ იცით, რომ თაფლი როგორც კი ადუღდება, თავის ყველა სასარგებლო თვისებას კარგავს და კარცეროგენული ხდება. ზუსტად არ მახსოვს ვინ მასწავლა,მაგრამ როგორც კი ეს მითხრეს ჩავიწერე და შარშან მოვამზადე.გემომ მოლოდინს გადააჭარბა. მენდეთ, ძალიან გემრიელი და სასარგებლო გოზინაყი გამოგივათ. სასურველია შეარჩიოთ ცაცხვის თაფლი ან რომელიც გნებავთ ღია ფერის თაფლი.
1 წილი თაფლი
4 წილი დაჭრილი ნიგოზი
(იგულისხმება ასარწყავი ჭურჭელი და არა წონა)
სქელძირიან ტაფაში ან ქვაბში (ფართო, დაბალი) ჩავასხათ თაფლი, ძალიან დაბალ ცეცხლზე დავდოთ და გვერდიდან მივადოთ ხელი, ვურიოთ ხის კოვზით. ტაფა რომ გაცხელდება ისე, რომ ხელი იგრძნობს სიმხურვალეს, გამოვრთოთ და ხის კოვზით კარგად დავზილოთ თაფლი გათეთრებამდე. თაფლი არავითარ შემთხვევაში არ გავაცხელოთ, მიტუმეტეს არ ავადუღოთ!
ეს პროცესი გავიმეოროთ რამდენჯერმე (4-5) ისე, რომ ბოლოს თაფლი მორევის დროს ტკაცუნობდეს და სქელი, მოთეთრო მასა გახდეს. კოვზს რომ ავწევთ, თაფლი უნდა მიყვებოდეს.
ბოლოს შევათბოთ თაფლი, ჩავყაროთ დაჭრილი ნიგოზი (ვისაც მოხალული უყვარს მოხალეთმოვაგუნდაოთ, კარგად შევაზილოთ, გავაჩეროთ ცოოტა ხნით შეცხელებულ (ოდნავ) თაფლში და გადავიტანოთ ზეთმოსმულ, წყალგადავლებულ, დაწურულ ფიცარზე. გავაბრტყელოთ ხის საგორავით (ოდნავ ზეთმოსმული, წყალგადავლებული, შემშრალი)
მივცეთ ფორმა და დავჭრათ რომბებად. გემრიელად მიირთვით


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2
Gaixareeee genacvale