Предыдущая публикация
ახლა უკვე ზამთარია, კარგო!
ქარიშხალის მოლოდინით ვკრთები,
ნუ დამტოვებ, ნუ დამტოვებ მარტო!
ხეებს სული გაუნაბავთ თოვლქვეშ,
ნაძვი მოჰგავს გაფითრებულ სარძლოს,
იქნებ მალე მონატრებაც მორჩეს,
ცოტაც, ცოტაც კიდევ უნდა გავძლო.
ალბათ თოვა დიდხანს აღარ გასტანს,
აქ დრო ისე უთავბოლოდ მიჰქრის,
ეს ზამთარიც გადაივლის ხვალ და
მეც გავქრები, როგორც თოვლის ფიფქი.
ნინო ალადაშვილი


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев