
**************************************************
სამშობლოში ვისაც წასვლა შეგიძლიათ,
რა გადარდებთ?-ხშირად უთქვამთ ჩემთვის,
დამიჯერეთ, უფრო მეტი ტკივილია,
ეს სიტყვები გულზე ცეცხლად მეწვის,
მოლოდინი, ცრემლიანი შეხვედრები,
ჩახუტება შვილებთან რომ გელის,
მოხუც მამის გამოწვდილი ხელები და
დედის თვალზე დაკიდული ცრემლი.
დამერწმუნეთ,სარფის საზღვრის გადაკვეთა
გაგიღვიძებთ მიძინებულ ტკივილს,
სუფთა ჰაერს გულიანად ჩაისუნთქავთ,
იგრძნობთ ძარღვში სისხლი როგორ ყივის.
არ გასვენებს ფიქრი უკან დაბრუნების,
კალენდარზე მოღნიშნული რიცხვი,
ჯიბეში რომ ფული უცებ გაგიქრება,
დაბრუნება არ აგცდება, იცი.
აიტანე, როგორია ასატანად,
მოხუც მამის სევდიანი კითხვა:
"სახლში შვილო სუმთლად როდის დაბრუნდები,
მოვხუცდი და პატრონობა მინდა."
რა შევპირდე, ან როდემდე მოვატყუო,
აცრემლებულ სახეს ჩუმად ვმალავ,
გულს ჩავიკრავ, ცრემლებს კოცნით ამოვუშრობ,
ჩემ სახეს კი ცრემლის ღვარი ნამავს.
იქნებ შვილო მომავალ წელს აღარც ვიყო,
თუ დამაცდის ღმერთი კიდევ ერთ წელს,
უთხარ მამა მომიხუცდა, გზას გაჰყურებს,
ჩემგან ასე გადაეცი ბერძნებს.
დრო გადის და განშორების წუთი დგება,
წასასვლელად ვემზადები როცა,
გადავხედავ აცრემლებულ სახეებს და
ჩუმად ვიტყვი: "დამაცადეთ ცოტაც".
ცოტას ცოტა მოყვება და წლები გადის,
დაბრუნების ჯერ არ გვიჩანს პირი,
ასეთია ემიგრანტის მწარე ხვედრი,
მონატრებით დღე და ღამ რომ ტირის.
მარინა ყიფიანი
17.01.2015


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 7