თვალცრემლიანი მიატოვე ხელში პატარით,
რა დრო გასულა... ხედავ ბავშვიც როგორ გაზრდილა,
თვალები დედის დაჰყოლია, ზეცის სადარი,
ახლა შემთხვევით შეგახვედრა თითქოს განგებამ,
ის ნაზი გრძნობა კვლავ განახლდა, გაცოცხლდა თითქოს,
სულ არ შეცვლილა...არა, უფრო დამშვენებულა,
დგას თავდახრილი და კითხვებზე პასუხებს ითხოვს.
ფილმის კადრივით გაირბინა წარსულმა წლებმა,
მოგონებები აიშალა, თან შეგრცხვა კიდეც,
ბავშვმა თუ იცის მამა რომ ვარ, გაიფიქრე და
ლამაზ გოგონას ცრემლიანი თვალებით კითხე:
–მიცნობ პატარა? მან ღიმილი შემოგაგება,
–დედი , მამიკო მოსულაო, -სურათით გიცნობთ,
ამდენი ხანი სად იყავ და რად არ მოდიო?
გეკითხებოდა მომღიმარი თვალებით თითქოს.
თქვენი ფიქრები იმ გარდასულ წლებში გაიქცა,
და ყველაფერი გაიხსენეთ როგორც სიზმარი,
იდგა პატარა, ორივესგან პასუხს ითხოვდა,
ის რაში ტყუის, აბა ახლა თქვენ მე მითხარით.
ჰე, გელოდებათ, ოცნებები არ დაუმსხვრიოთ,
უსუსურია, მას ორივე ერთად სჭირდებით,
ნამდვილ სიყვარულს ვერაფერი ვერ შეაკავებს,
ოღონდ ტყუილად ნუღარაფერს ნუ დაპირდებით
ამ ფიქრებიდან ისევ ბავშვმა გამოგარკვიათ,
შინ წავიდეთო , ამოგხედათ ზეცის თვალებით,
მიხვდი, რომ უკვე დღეის იქით მათზე ძლიერად,
ამ ქვეყანაზე ვეღარავის შეიყვარებდი.
/ნანა მეტრეველი/


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 6