– დარწმუნებულმა მაინც ვკითხე დედას.
- ხო, შვილო, დაილოცოს ღმერთის განგება.
- მუხის დედამ არ სთხოვა? – ვკითხე ისევ და დანანებით გავხედე მუხას, გულიდან რომ ცეცხლი ამოსდიოდა, – რატომ არ სთხოვა, დედი, მუხის დედამ, ჩემს შვილს ცეცხლი არ მოუკიდოო, ჰა?!
- დედა აღარა ჰყავს მაგ მუხას და იმიტომ, შვილო.
- ვინ მოუკლა?
- კაცმა.
- რომელმა კაცმა?
- ცულიანმა?
- მერე შენ რატომ არ სთხოვე, დედი, რომ მუხასაც არაფერი დაუშაოო, შენ ხომ ყველაფერს გიჯერებს ღმერთი, არც მუხას ესროდა მეხს.
- რა ვიცი, ვეღარ მოვიფიქრე, შვილო, – დანანებით თქვა დედაჩემმა და მე უფრო მაგრად დამწყდა გული, რომ ეს ვერ მოიფიქრა დედაჩემმა.
„მინდა ყველას გითხრათ, რომ ყველა დედა ამქვეყნიური ანგელოზია და ვისაც ცოცხალი გყავთ, ღმერთმა ყველას დიდხანს გიცოცხლოთ; ვისაც არა, ღვთის საუფლოში გაგინათლოთ. ამის სათხოვნელად ნამდვილად მივალ იმ ადგილზე, სადაც ღმერთი სურვილებს მისრულებდა ჩემს ბავშვობაში. ალბათ დედაჩემის სულიც შემეწევა და არ ჩამითვლის სიტყვის გატეხად.“
გოდერძი ჩოხელი - ანგელოზთღამეობა
ნინო ჭაკვეტაძის ნახატი.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев