Предыдущая публикация
ვიცი, ყოველთვის ვიქნები ვალში,
ვერ გადავიხდი ვერასდროს ამაგს
და მეოცნებე, პატარა ბავშვის
თვალებით შენი ღიმილი დამაქვს.
შენ ჩემს გარშემო მთელ სივრცეს ავსებ,
როცა სათუთად მეძახი: ,, შვილო”,
და თუ ვმაღლდები საკუთარ თავზე,
შენ რომ არსებობ, ამიტომ ვცდილობ.
რაც უნდა გითხრა ახლა თუ მერე,
მაინც ათასჯერ ხარ უკეთესი
და მაპატიე, თუ ვერ დავწერე,
შენი ცრემლების სადარი ლექსი.
ალბათ იმედი ვერ გაგიმართლე,
ვერ აგარიდე თვალებში სევდა,
შენი ლოცვა კი მუდამ იმატებს,
ხიფათისგან რომ დამიხსნას, დედა…
ვანო კორძაძე


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 10