Предыдущая публикация
.............
თბილი ხელები დაშორდნენ ერთურთს,
და წამწამების ჩრდილში აცივდა,,
ყვითელ ფოთლებში ჩბნეულ დღეებს,
გული მოუკვდათ, ფერი გასცვივდათ.
ალვის ხეებზე შემოჯდა ყვავი,
მასთანაც დარდმა დაისადგურა,
და მოგონების ფერმკრთალი გედი,
შენი თვალების ტბაში გაცურდა,
ცრემლი დასტყუა ვიღაცამ ქარებს,
ღრუბელი ღრუბელს გაუნაწყენდა,
რადგანაც გული აღარ მღეროდა,
მთელ სამყაროში უცებ გაწვიმდა.
ცრემლი იკადრეს შიშველმა ქვებმაც
და გაძარცვულმა ხეთა რტოებმა,
მე არ მინახავს ასეთი მწარე,
ასე მწუხარე გამოთხოვება.
(ნინო რამაზაშვილი)


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1