მკლავდა ლურჯთვალა იის ციალი.
გული ისე ბევრ სიყვარულს მთხოვდა,
რასაც ვერ უძლებს ადამიანი.
იყავ ლექსი,მე ფიქრის მგოსანი,
ეხატებოდა სული პალიტრას.
ვიყავი მრუში,შენ ის მოძღვარი,
ჯოჯოხეთისგან რომ სურს დამიხსნას.
განდეგილივით ვნებას ვმარხავდი,
წმინდა გრძნობების ზეიმი მსურდა.
შენ თუ ვერასდროს ვეღარ გნახავდი,
მე ჩემზე წმინდა გრძნობები მძულდა.
იზლაზნებოდა გაზაფხულამდე
დრო მარტო გზაზე,არსად ჩქარობდა.
ენაცრებოდა დღეებს ფიქრები,
შენი არყოფნის ყოფნას ჯავრობდა.
ვეღარ ვუძლებდი,ვეღარ ვითმენდი,
გული ისე ბევრ სიყვარულს მთხოვდა,
არ მეტყობოდა და არ ვიმჩნევდი,
რა მაღელვებდა,სული რას გრძნობდა.
ახლა საზიდი ჩემი გამხდარა,
ტვირთი რა არის,მძიმეა ტვირთზე.
ეს გაზაფხულიც ჩუმად დამდგარა,
რომ არ გინატრო,ჩუმად ვარ,ვითმენ...
გაზაფხულს შენი ღიმილი ჰქონდა,
მკლავდა ლურჯთვალა იის ციალი.
გული ისე ბევრს სიყვარულს მთხოვდა,
რასაც ვერ უძლებს ადამიანი.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1