თუ როგორია მისი მშვენება;
მაგრამ ვიცი რომ მის სილაჟვარდეს
მოკვდავთა არსი ვერ შეედრება.
ისიც ვიცი, რომ არსებობს ქალი,
ქალი, რომელიც ძერწვავს სინაზეს!
მისი თვალების მბრწყინავი მზერა
ადნობს აისბერგს და სჯაბნის მზეს.
მისი მშვენება გასცდა ჰორიზონტს
საზღვრებს, რომლებსაც ვერავინ კვეთს.
დაბრკოლებას კი წინ თუ დახვდება
მისი სილაღე შურდულით ცვეთს.
და მაინც... რაა ეს სილამაზე?!
გულს რომ ატყვევებს სხივთა მოფენით;
თითქოს თბილია, თითქოს ცივია,
მისი აღწერა რთულია ენით!
თბილია, რადგან მისი დანახვა
ათბობს გაყინულ გულის ქიმერებს!!!
სტიმულით მუხტავს ფიქრთა ლაბირინთს
და ასმენინებს წითელ სიმღერებს.
ცივია, რადგან ის სხვას ეკუთვნის,
სხვას აელვარებს დიადი გრძნობით!!!
სხვას აძლევს გვირგვინს ბედნიერების
და აჯილოვებს მსუსხავი ტრფობით!
თუმც, რა აზრი აქვს ამ მტანჯველ ჭიდილს?!
“თბისა“ და “ცივში“ ხშირად რომ ხდება;
ის მაინც არის მშნების სხივი,
რომელიც გულზე შუბივით მხვდება!
მის გვერდით ყოფნა დიდი განძია...
განძი, რომელიც სიმდიდრეს შობს.
სიახლოვეც კი ჩემთვის ბევრს ნიშნავს,
ის ხომ მშვენების სადავეს ფლობს?!
ბევრი არ მინდა გარდა ცქერისა,
თვალის შევლება მის მკრთალ თითებზე!
ჯერ ესეც კმარა, რამეთუ ჩემს გულს
სჯერა კარნახის, ზღაპრულ მითებზე...


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2