გული რატომ არ სცემს თუ კვლავ ცოცხალი ვარ? ასე უსაშველოდ რატომ დავიღალე, რატომ აღარ ველი შვებას მომავლიდან? ღმერთო, გადამეხსნა ყველა ჭრილობები, მარტო ვეღარ ვებრძვი ყველა დანაშაულს, ადრე წაქეული შენით წამოვმდგარვარ, ახლა დახმარებას შენც კი ვეღარა გთხოვ. ალბათ შორს წავედი,ალბათ ხელი გიშვი,ალბათ დაგპირდი და აღარ შეგისრულე, შენ ხომ მოწყალე ხარ ღმერთო დიდებულო?! მტკივა...ყველა ტანჯვა სულში შევისრუტე. მე თუ წავიქეცი,შენ არ მიმატოვო, ამ შიშის უფსკრულში ჩავარდნილს მიშველე, უფალო შენა ხარ ერთი, ვისიც მჯერა, ადამიანი კი ყოველდღე მიმეტებს. იქნებ დამიბრუნდე? იქნებ ამაყენო? ეკლებს გამარიდო გზაზე დამაყენო? ძირს რომ გავაბნიე ჩემი იმედები,ისევ ავკრიბო და შენით გავამზეო. ზოგჯერ სისასტიკეს რომ ვუმკლავდები,სულში სხეულისგან მრჩება ნატყვიარი, ასე გულშეძრული არ მსურს წამოვიდე, სანამ მოშუშდება სულის სატკივარი. აბათ გამოცდაა ჩვენი ყველა წამი, სასოწარკვთაში ხდება შეფასება,როცა სიკვდილამდე რჩება ნაბიჯები სულში სინანული მაშინ იბადება


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев