საქართველოში! სად გავიზარდე?საქართველოში! ჩემი სამშობლო!- ლამაზი მხარე...და არ მეწერა, მე ცხოვრება ჩემს ქვეყანაში... ბედისწერა!..მე რა უთხარი: ჩემ ბედისწრას, რომ დამანათლა მე ცხოვრება უცხო მხარეში...ორმოცი წელი, მოწყვეტილი სამშობლოს ფესვებს.... ვერ შევეგუე...ხშირად სიზმარში ვხედავ სამშობლოს...როგორ თბილად ჟღერს ეს სიტყვები ჩემი სმენისთვის....ჩემი სამშობლო!-მეამაყება ქართველი ხალხით... რა რთული გზა აქვს, გამოვლილი ჩემ საქართველოს...რას არ გაუძლო...ვის არ გაუძლო...რამდენი ომი, ტანჯვა, წამება გადაიტანა, და მაინც ცოცხლობს...ვერ დაამონეს...ვერ დააჩოქეს, ვერ დააჩოქეს სულით მებრძოლი,ამაყი ერი....როგორ დამღალა მე ამ ქვეყნის უსამართლობამ....და ღმერთო ჩემო! მინდა ვიცოდე,რა დავაშავეთ? ვის დაუშავეთ? და რას გვერჩიან? რა უნდათ ჩვენგან? ჩემი პატარა საქართველო! ასე ნატანჯი....ვის არ ასვენებს? რამდენი კითხვა იბადება....პასუხი არ ჩანს. და უნებურად მებადება ასეთი აზრი: თითქოს ჩვენ გვებრძვის მთელი სამყარო....და სურთ მოსპობა ქართველი ერის...- ნეტავი რისთვის? და იარაღი-საქართველოს მძიმე ცხოვრბის-პოლიტიკაა.... აი საწყისი, წყარო,
სათავე- ქართველი ხალხის ტანჯვა, წამების...პოლიტიკა, და პოლიტიკა არის პასუხი, ყოველი კითხვის.... ხალხის ფაქტორი პოლიტიკისთვის აღარ არსებობს?! უფალო! მითხარ:-რა განაჩენი , გამოუტანეს ჩემ საქართველოს? რა ელის ჩემმ ერს?-ნუთუ გალგოფა?! -არა უფალო! არა მგონია შენ! რომ გაგვწირო...იმედი, რწმენა ხალხში დიდია...
განა, ოდესმე ჩვენი ცხოვრება იყო ადვილი? დაბადებიდან ჩემი სამშობლო, სულ ბრძოლებშია... რამდგნი სისხლი დაიღვარა შენ! კარგად იცი...და რწმენის ძალით ჩვენ, ვცოცხლობთ დღემდე... და თუ იკითხავ: ჩემ ცხოვრბას უცხო მხარეში, -მე გიპასუხებ:-შენ! კარგად იცი...სხვა სახელმწიფო, სხვა რწმენის ხალხი... ორმოცი წელი ცოტა არ არის...მაგრამ გარემომ არ დასვა დაღი,და ჩემი
სული, ქართული სული
დარჩა უმანკო.თუ მკითხავ: რას გთხოვ ამ ცხოვრებაში...მე გიპასუხებ: უფალო ჩემო! გთხოვ: მე შენდობას, გთხოვ: მე შენდობას ჩემ საქართველოს! ჩემ საქართველოს! და ქართველ ერის...და სანუკვარი, და სანუკვარი ჩემი ოცნება,მხოლოდ ეს არის..


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев