ნურვის ჩაახედებ შენ სულის სიღრმეში,
ბოლომდე, ხასიათს ვერავის გაუგებ,
თავს ნუ დაიტანჯავ ეჭვიან ფიქრებში.
ყველასთან მოზომე სიტყვები სათქმელი,
ცბიერი ღიმილის არასდროს გჯეროდეს,
ხანდახან ცხოვრება თუმც არის დამღლელი,
იბრძოლე, იმედი არასდროს ქრებოდეს.
ზედმეტად ნურავის თავსაც ნუ დაუხრი,
სიკეთის კეთებას გვასწავლის უფალი,
უმადურს ყოველთვის სიმკაცრით დაუხვდი,
გზაზე დააპურე მშიერი, მწყურვალი.
ცხოვრების კალენდარს დღითიდღე აკლდება,
ხან სიხარულის და ხან ცრემლის ფურცლები,
ეცადე, იდარდო, იცრემლო ნაკლებად,
იყავი უნიღბო და სახეუცვლელი.
წამია სიცოცხლე, შენ-სტუმრად მოსული,
ამ წუთისოფელში სამართალს ვერ ნახავ,
სამყარო შურით და ბოღმისგან მოცული,
გახსოვდეს, შენ სახელს ნურასდროს შელახავ.
გახსოვდეს ვინ ხარ და საიდან მოდიხარ,
შენი არსებობა სად იღებს სათავეს,
თუ შენი ქვეყნისთვის არაფრად ვარგიხარ,
სჯობს შენი სიცოცხლე აქვე რომ დამთავრდეს.
ქართული მიწის და ქართული ცის მადლი
საზღვრების გარეთაც კვალდაკვალ დაგდევდეს,
აკეთე სიკეთე და ნუ დაიმადლი,
ათასჯერ ნუ იტყვი შენ საქმეს ნაკეთებს.
შური და ღალატი გულში არ გაივლო,
უსიტყვოდ დაჯერდი, რაც მოგცა უფალმა,
უშრომლად, სხვის ხარჯზე კოშკი არ აიგო
და ბოლოს ცრემლებმა არ დაგწვას მდუღარმა.
გულის კარს ადვილად ნურავის გაუღებ,
ყველას არ გაანდო დარდი და ფიქრები.
ცხოვრება ბრძოლაა, ვერაფერს გაუგებ,
თმენით მოგებული ყოველთვის იქნები.
❤❤ ❤❤


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 7