ყველას ვუერთგულე გულით და ფიქრებით.
ახლა კი, რაც დამრჩა ჩემთვის მსურს ვიცხოვრო.
ნურავინ ნუ მიწყენს ჩემს გზას თუ მივყვები.
ის აღმოვაჩინე, რასაც დავეძებდი.
უკვე მივატოვე ნატანჯი სიზმრები.
მეც ამ წუთისოფლად სტუმრად ვარ მოსული.
გთხოვთ ნუ განმიკითხავთ, თუ ჩემს თავს ვჭირდები.
დრო მიდის და შანსებს თითქმის არ მიტოვებს
და ჩემს წლებს კოცნიან სუსხი და ფიფქები.
ყველა დროს თავისი მშვენება ჰქონია.
ვინც ეს გაიარეთ, ჩემს ნათქვამს მიხვდებით.
თვითგვემა დავტოვე გადაღლილ ფურცელზე.
არა აღარ მინდა ნატანჯი სიტყვები.
მინდა, რომ ვიცხოვრო სისხლსავსე ცხოვრებით,
რაც იყო დამთავრდა, მეც უკვე ვიცვლები.
უფლებას ვიტოვებ, რომ ისევ მიყვარდეს
და რომ ჩემს ოცნებებს ჩავჭიდო თითები.
ცხოვრება მართლა ღირს იმ ერთ გაელვებად,
იმ ბედნიერებად გულს რასაც ვპირდები.
მე ჩემს შემოდგომას ვიხუტებ და მინდა,
სიყვარულს დავუთმო, რაც დამრჩა ის წლები.
თუ გსურთ განმიკითხეთ ამ არჩევანისთვის,
ეს აღარ მაღელვებს და ჩემს გზას მივყვები.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 4