ამ ზამთრის პირზე მომენატრა ეს სურნელება,
მონატრებიდან, მონატრებამდე ვითვლი მე წუთებს,
ღმერთო დალოცე სიყვარული ყველაზე წმინდა!
მე ვითავხედე, ჩავიხედე შენს ლამაზ სულში,
და თვალი მომჭრა, იმან რაც ბევრს, არ შერჩენია,
შენი ღირსება შემიყვარდა, რომელსაც მალავ,
რაც დედის გარდა, სხვას არავის, შეუმჩნევია,
მხოლოდ ოცნებით თუ ვეხები შენს თბილ ბაგეებს,
ეს სიშორე კი გულზე დარდად შემომჩვევია,
მე შენს თვალებში, მიძინებულ, მზეს გავაღვიძებ
და გულს გაჩუქებ, რაც შობიდან, შემომრჩენია,
ჩემო სიცოცხლევ, სიკვდილამდე, დაგელოდები,
რადგანაც სხვა გზა, დამიჯერე, არ დამრჩენია,
სულ მეყვარები ახლგაზრდაც და ღრმა მოხუციც,
ასაკის შიში, რაც მე მიყვარს, მას არ სჩვევია,
ღრმად ვსუნთქავ, მინდა, რომ შევიგრძნო შენი სურნელი,
ისევ გინატრე, ეს ნატვრა კი მხოლოდ ჩემია,
მე, უსასრულოდ, შემიყვარდა გული რომელიც,
სულის გაყრამდე, უმოწყალოდ, შემომჩვევია...


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1