სიყვარული ჩემთვის გაგეყო...
მე ხომ შევძელი... შენთვის ხომ არ დამნანებია?!...
ისე... ვერც მივხვდი... გრძნობა როგორ მოვიდა ჩემში...
ახლა კი ვხვდები... თურმე როგორ შემყვარებია...
მე დაგიფიცე სიყვარულით... ეს ცა... ეს მიწა...
მე დაგიფიცე სიყვარული... რაც კი ჩემშია...
მე დაგიფიცე... ასე წმინდად ღმერთი და ხატი...
მაგრამ რატომღაც... შენ ეს აღარ დაგჯერებია...
და ასე ახლა... აღარც ვიცი... რას დავაბრალო...
ეს სიყვარული... ჩვენი რატომ დაგვიკარგია...
შენი არ ვიცი... მე კი ისევ მართლა მიყვარხარ...
ეს სიყვარულიც... მონატრებად გადამქცევია...
მიყვარხარ ისევ... მაგრამ ველი შენგან განაჩენს...
მეტი რა გზა მაქვს... ანდა ახლა რა დამრჩენია...
თუ გამიმეტებ... მარტოობის ისევ ყოფისთვის...
მაშინ სიცოცხლეც... უკვე ჩემთვის განაჩენია


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 4