დეტლურად :
მე და ჩემი მეგობრები, ავტობუსით მივედით რუსთაველის მეტრომდე. 🚌Ⓜ️(პირველად, რომ ვიმგზავრე ავტობუსით, მახსოვს მაშინაც ასეთი გახარებული ვიყავი) ვფიქრობდით გაგვერისკა თუ არა მეტროთი მგზავრობა Ⓜ️😏😜 რა თქმა შევედით ! 😃😜😉,მაქსიმუმ დავგორდე და მოვკვდე, მეტი რა უნდა მომივიდეს მე მეტროში 😃 გავრისკეთ და შევედით რუსთაველის მეტროში, Ⓜ️შესვლისას კართან, ბიჭმა ერთი ცალი ვარდისფერი ვარდი მომცა 🌷 ☺️მეც მორცხვად გავუღიმე და მადლობა გადავუხადე, კარგი სურნელი ქონდა ვარდს, ბიჭს არ ვიცი ☺️🙈 მეტროს კარს, რომ მივუახლოვდით, ოდნავ ნიავმა და მეტროს სუნმა გამომაფხიზლა, 🌷Ⓜ️ვარდი მუხლებზე დავიდე და ბედნიერი შევედი, 😍 ვგრძნობდი გული როგორ მიჩქარდებოდა, 💗💓 მეგობრები მსჯელობდნენ როგორ უნდა დავმდგარიყავით ექსკალატორზე ისე, რომ არაფერი მომსვლოდა. 🙄 სიმართლე გითხრათ არც გამიგია რა ვარიანტები განიხილეს, პირდაპირ ვუთხარი როგორ უნდა დავეყენებინე 😇ცოტა მეშინოდა, მიხაროდა, ცოტას ვნერვიულობდი, მომწონდა ყველა ის გრძნობა რაც ჩემში იყო. ☺️👌ვხედავდი ყველა მე როგორ მიყურებდა, ვინც ზემოთ ადიოდა ისინიც ჩემსკენ იყვნენ მობრუნებულები და მიღიმოდნენ, ჩვენ რა თქმა უნდა ვხმაურობდით ☺️🎉არც კი მახსოვდა რუსთაველის ექსკალატორი ამსიგრძე თუ იყო. 😬 მატარებელი, რომ გაჩერდა ძალიან ბევრმა შემოგვთავაზა დახმარება 😍 მარტივად შევედით, გული ძალიან სწრაფად მიცემდა, გაფართოებულ თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი, კარი რომ დაიკეტა უცებ ზევით ავიხედე მეგონა შუქიც ჩაქრებოდა, ძალიან შემეშინდა, რომ დაიძრა მატარებელი თავბრუ დამეხვა, მაგრამ მალევე გადამიარა 👌ის ხმაური დაიწყო გვირაბში, რომ იცისხოლმე, ვიღაცის ბოტასებს ვუყურებდი მე, რომელსაც N ეწერა, 👟მუქი ლურჯი შარვალი ეცვა, 👖კარგი კურტკაც, თვალებამდე, რომ ავედი, მე მიყურებდა, 👀 შემრცხვა რომ შემამჩნია რო ვათვალიერებდი, ☺️ტუჩის მოძრაობით მივხვდი მეკითხებოდა "გეშინია? ", თავი გავუქნიე არათქო და გავიღიმე ☺️🙂მატარებელი რომ გაჩერდა, მშვიდად ჩამოვედით, 😇 მეტროში თავისუფლად დაგორავს ჩემი ეტლი, 👍♿️ ამოსვლისას უკვე აღარ მეშინოდა, რაღაცაზე ვიცინოდით, 😃 მეტროდან, რომ გამოვედით ღრმად ჩავისუნთქე-ამოვისუნთქე 😍 თვალები მიბრწყინავდა ☺️👀😍👸 აი ეს არის საუკეთესო მდგომარეობა, სიხარული, ოდნავ შიში, სიამოვნება, ძლიერი მღელვარება, ადრენალინი, ბედნიერებააა !! 💜💛❤️💚💙 ოდესმე გიფიქრიათ რა იღბლიანები ხართ, რომ შეგიძლიათ თუნდაც,მეტროში ჩასვლა და ამოსვლა ? 😉 მე ვიგრძენი გუშინ 😍 სულ ვამბობ, მიიღეთ ბედნიერება ყოველი წუთისგან, იგრძენით, ყველაფერი იგრძენით, თითოეული თქვენი ნაბიჯის გადადგმა კარგად შეიგრძენით, ნუ დაპლაყუნობთ თავჩარგულები, ყურებში ყურსასმენებით და სახეზე არცერთი ემოციით!! დააფასეთ შეიგრძენით, დააკვირდით, გაიაზრეთ 😔 💚😍


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 7