კარგად ვარ. ვისაუზმე, თბილად ჩავიცვი და ისე გამოვედი გარეთ. ჯანმრთელად ვარ, ოღონდ ისევ ვწერ ხოლმე. მხოლოდ ეს ჩვევა ვერ მოვიშალე. ამ ავადმყოფობის წამალი ვერ ვიპოვე შენი რეცეპტების რვეულში. ჩვენ საოჯახო ფოტოალბომში ვცხოვრობ, რადგან გარესამყარო მეტისმეტად შავ–თეთრია მოგონებების ფონზე.გიგზავნი ამ ტელეგრამას უკანასკნელი ფულით, რაც გამაჩნია. მხოლოდ ოთხმოცდასამი სიტყვის დასაწერად გეყოფაო ფული, - ოპერატორმა. თუმცა უფულობა აღარ მაღელვებს, რადგან ამ ქაღალდის ნაგლეჯებმა ჩემთვის ისედაც დიდი ხანია აზრი დაკარგეს. წლების განმავლობაში გულში დაგროვებულ, თავის დროზე ვერამოთქმულ სათქმელს კი სამიოდე სიტყვითაც გეტყვი: მომენატრე! მიყვარხარ! მაპატიე!
– დაწერეთ უკვე?– დიახ, ინებეთ!– ოთხმოცდასამია?– ოთხმოცდასამია.– კარგად დათვალეთ?– დიახ! – მისამართი!– თბილისი, პეტრე–პავლეს სასაფლაო, ყველაზე ძვირფასი საფლავი ჩემთვის.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2