Предыдущая публикация
დრო ლამაზი ბავშვობის,
უბოროტო, უდარდელი
დრო ხტუნვის და გართობის.
ღმერთო, მაშინ გულის ტკენაც,
რა ადვილად ქრებოდა,
გვაბრაზებდნენ? წყენა იქვე,
იმ წუთს გვავიწყდებოდა.
გულიც რა სპეტაკი გვქონდა,
როს ვიყავით ბავშვები,
ვიჩხუბებდით? "–ბუტე–ბუტე,
აღარ გეთამაშები".
მაგრამ ჩვენი დაპირება,
იმ წუთს გვავიწყდებოდა,
და ბავშვური შერიგებაც
ნეკი–ნეკით ხდებოდა.
ღმერთო, რას არ მივცემდი, რომ
ის დრო დაბრუნდებოდეს,
სულ ცოტა ხნით... რა იქნება,
სასწაული ხდებოდეს.
/ ნანა მეტრეველი/


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 7