აღარც კი მახსოვს... მაგრამ იმ რიტმს რა დამავიწყებს, ჩემს გულისცემას რომ ჰქონდა... იმ სწრაფ სუნთქვას და ცივ ოფლს რა დამავიწყებს, აქ, ამ ადგილას რომ მქონდა მაშინ... რა დამავიწყებს იმ გრძნობას, გულში რომ მენთო... აი, გამახსენდა, მაშინ მამაჩემმა 20 ლარი მაჩუქა, ისიც გამახსენდა, ძლივს რომ იშოვა ეს ფული ჩემი თხოვნის შესასრულებლად... აი, კიდევ ის გამახსენდა, დედაჩემმა შუბლზე რომ მაკოცა და ამ ერთი კოცნით რომ გამიათმაგა ენერგია... ეჰ, რა დრო გამახსენდა... ისიც გამახსენდა, როგორი აკაპიწებული მქონდა თეთრი საყელო... ცრემლს ვეღარ ვიკავებ... გამახსენდა, როგორ მოუთმენლად ველოდი, როდის მოვიდოდა აქ და როდის ვაჩუქებდი ვარდს, მამაჩემის ფულით რომ ვუყიდე... როგორ მოუთმენლად ველოდი...
... ახლა კი... აქ აღარაფერია. აღარავინ დამრჩა... მხოლოდ მე და ეს ჩემი ახალი გაცნობილი მეგობარიღა ვართ. დრომ ყველაფერი წაიღო...
...მახსოვს, როგორ მოუთმენლად ველოდი მას... ახლა კი, ალბათ, სადღაც, ისიც მოუთმენლად მელოდება. აღარ შეუძლია ამდენ ხანს უჩემოდ... ვიცი, რომ ასეა და ვეღარც მე ვითმენ უმისოდ... ალბათ, სადღაც, მამაჩემიც მელოდება კიდევ რომ მაჩუქოს ფული და გული გამიხაროს... დედაჩემიც ხელგაშლილი მელოდება, გულში რომ ჩამიხუტოს და თავისი ერთი თბილი კოცნით კიდევ ერთხელ გამაძლიეროს...
P.S. რაღაცნაირად ჩავფიქრდი ამ ფოტოზე და ასეთი აღწერაც ამიტომ მოვუფიქრე...
სიძულვილის, ბოროტების, ცუდის, სიბნელის დრო არ არის... გ ვ ი ყ ვ ა რ დ ე ს! ოღონდ გულით! <3
G


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев