ამ განვლილ 59 წელიწადში კი როგორც თავად ამბობს 40 წლამდე იყო ბედნიერი ...
თუმცა 40 წლამდე იყო მძიმე 90იანები.. მახსოვს ძალიან გვიჭირდა, ზამთარში სიმინდ ღერღავდა ფაფას აკეთებდა და ბავშვებს სკოლაში მშიერს არასდროს გვიშვებდა...
წლბის მანძილზე ბაღში პედაგოგად მუშაობდა, მერე კი როცა ქვეყანა აირია და ოჯახში ბებია გარდაგვეცვალა, დედამ სამსახურს თავი დაანება და სახლში შვილების გაზრდას მიანდო მთელი დრო...
მამა რომ დაიღუპა დედა 40 წლის იყო, მე 17 ის, ჩემი და 16 ის და ჩემი ძმა კი 15 ის...
არ იცოდა როგორ უნდა მიეხედა შვილებისთვის დამოუკიდებლად... ეს ის დრო არ იყო რა დროც ახლაა. მაშინ ყველას უჭირდა, ყველგან შიმშილი და გაჭირვება იყო...
ობლის შემწეობას ვიღებდით სახელმწიფოსგან თუმცა ის შემწეობაც მრავალი თვე გაყინული იყო...
დედა დილით სათნოების სახლიდან პურს ეზიდებოდა რომ შვილები გადაერჩინა...
ეზოში ბოსტანი ქონდა და იმით გავყვავდით იოლას...
გვეხმარებოდნენ ბიძებიც მამიდაც და დეიდაც,,, მაგრამ მძმე წლები მძიმე უმძმესი და ისე ვერავინ მოგეხმარებოდა რომ ამხელა ოჯახი უზრუნველად შეენახა...
მერე კი თვითქოს ქვეყნამ დალაგება დაიწყო და როცა დედაჩემი 47 წლის იყო და ჩემს 22 წლის ძმას სიამაყით შეყურებდა, შვილი მოუკლეს...
სამი წლის მერე მე დამაკვეს... ერთხელ ციხეში რომ მოვიდა მითხრა არ ვდარდობ ციხეში რომ ხარო, ნეტა ვანოც ცოცხლაი ყოფილიყო და ისიც ციხეში მენახააო... ანუ ცხოვრებაში ყვეალაფერი შედარებითია... დედაჩემმა ჩემს შვილებს არაფერი მოაკლო სანამდე მე სასჯელს ვიხდიდი, დიახ ის დადიოდა სხვის სახლებს ალაგებდა და შვილიშვილებს და შვილებს ისე უვლიდა რომ კაცს შეშურდებოდა
როცა დედა 57 წლის გახდა, ჩემი და ავტოკატასტროფაში დაიღუპა, ზუსტად ხუთი წუთი გაითიშა დედა ეს ამბავი რომ ვუთხარი, მერე შემომხედა და მითხრა მორჩა არ მოვკვდი და აწი არაფერი აღარ მომკლავს ნატულის ბავშვები სად არიანო... დღეს შვილიშვილებს ზრდის...
უყვარს პარასკევი, შაბათი და კვირა... ეს სამი დღე მე დედა და ბავშვები ერთად ვართ...
ყველა შვილიშვილი მასთან იძნებს, და ყველას უნდა, რომ ბებოს გულზე ჩამოეძინოს... მე კი ასე თეთრი შურით ვუყურებ და ხან მეც მინდა, რომ ბავშვი ვიყო...
ვიცი რომ დედა მხოლოდ გამთენისას ტირის და ბავშვებს ცრელმს არ აჩვენებს...
არავინ არ იცის რას განიცდის მისი გული... მაგრამ ამდენი ტკივილის მიუხედავად მხოლოდ იმიტომ თამაშობს ბედნიერობადან რომ ბავშვები დანმდვილი ბედნიერები იყვნენ
პ.ს. ძლიერი ქალი მე არ ვარ, ძლიერი ქალი დედაჩემია, მას შეუძლია ცხოვრება დუელში გამოიწვიოს და ბადნიერობა ისე ეთამაშოს რომ შვილიშვილებს თავისი დარდი არ დაანახოს
ამ ფოტოს ვუყურებ რახანია და ამაყივარ რომ ეს ქალი დედაჩემია !
ასე შეუძლია გაახალისოს ვანო ვახო ანი მარი თაკო და კიდევ გრემში მყოფი ბევრი უპატრონო ბავშვი


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 48