თუ წაგიკითხავს, ყვავილების თვალებში დარდი,
თუ კი ოდესმე შეხებიხარ უსასრულობას
და დაგიკრიფავს, ეკლიანი, მაისის ვარდი,
ერთხელ მაინც, თუ გიფიქრია, გულს რომ გიხსნიდი,
მე ვკეკლუცობდი თუ, უბრალოდ, მართლა მიყვარდი,
დაფიქრებულხარ, რას ვეძებდი მე შენს თვალებში?
ან ბედნიერი, ცის ვარსკვლავებს ვისთვის ვკრიფავდი?
გადაქანცულ გულს, მოლოდინით, რატომ ვღლიდი და
ან შენს სიჩუმეს, ცრემლიანი, რატომ ვიტანდი?
სიყვარულისთვის არ არსებობს დროის სიმცირე,
უბრალოდ მსურდა, მომესმინა როგორ გიყვარდი,
სიჩუმედქმნილი სიყვარული მე არ მჭირდება,
მალევე მივხვდი, რომ ასეთი, სულ არ მხიბლავდი,
შენი არ ვიცი, რას ფიქრობდი ჩემზე, ოდესღაც,
მე კი თამამად მინდა გითხრა, მე შენ მიყვარდი.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев