წვიმაში და სიცივეში ყოველდღე დადის და ყიდის ამ ბურბუშელას, არ მათხოვრობს, ამ ასაკშიც კი თავგანწირვით შრომობს და არასდროს იღებს ფულს "საჩუქრად", "არაფრის სანაცვლოდ". შეურაცხყოფს ხოლმე ასეთი ქცევა. და მაინც რა სათნოა ნეტავ იცოდეთ, რა სიყვარული და ტკივილია ერთდროულად მის ყოველ მიხვრა-მოხვრაში, ხმაში, თვალებში. ზოგჯერ მგონია ანგელოზია, რომელიც ამ მახინჯ, პირქუშ რეალობაში სამუდამოდ ჩაიკარგა და გაიცრიცა. ზოგჯერ მასში ბაბუაჩემის გარდა ვერავის ვხედავ, რომელიც უკვე რამდენი წელია სიგიჟემდე მყავს მონატებული, ზოგჯერ ის უბრალოდ კაცია რომლისგანაც ბურბუშელას ვყიდულობ ხოლმე, მაგრამ ყველაზე ხშირად მასში ღმერთს ვხედავ, დაბერებულს და დანაოჭებულს, დაღლილს და დაჭრილს ამ სამყაროსგან, მაგრამ მაინც ღირსეულს, გაუტეხელს, დაუჩოქებელს. დაე, დიდხანს იაროს ამ საოცარმა არსებამ დედამიწაზე!
მიუხედავად ყველაფრისა.. :( !" | © თამთა მახათაძე


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 12