მე დავიღალე თქვენთვის დამითმია- მშვიდობაში,
გული დიდობისგან დამიცალეთ,
მინდა ბავშვობაში გადავვარდე,
ისევ დავიშავებ ჯობია მუხლს,
სისხლიანი მუხლი მირჩევნია
უღვთოდ გატეხილ სულსა და გულს,
მიდით დამაბრუნეთ ბავშვობაში
სადაც დედაჩემი მელოდება,
დიდხანს შევრჩი აქეთ დამიჯერეთ
ძალზედ ვიგვიანებ, გამიწყრება.
მინდა გადავვარდე ბავშვობაში
სადაც გულუბრყვილოდ ოცდებიან,
სადაც ყველაფერი ფერადია
და ზღაპრის გმირები ცოცხლდებიან
სადაც ბევრი დამრჩა სიხარული
სადაც ყველაფერი ხალასია,
სადაც არც შურია და არც ბოღმა,
სადაც რეალობა ლამაზია,
სადაც ღიმილია ღვთისნიერი,
სადაც ცრემლი არის უფრო წმინდა,
სადაც იყვარებენ უანგაროდ,
სადაც დედა არის მეც იქ მინდა.
ჰოდა მომისროლეთ ბავშვობისკენ,
არმინდა დიდობა, დავიღალე,
თქვენთვის დამითმია- მშვიდობაში!
გული დიდობისგან დამიცალეთ...


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 3