ნაბიჯს აღარ დგამს შემდეგს...
ქედებს დუმილად ედება
და შენც, ქართველო, შესდექ!..
აგვისტოს მერე ასეა...
ქარსაც კი ძალას აცლის,
ქრონიკის სუსხი და ნავსი
იმ ორიათას რვა წლის!..
შესდექ და ყური დაუგდე,
დუმილი რასაც გოდებს,
რომ როსმე არ დააუგდე
და შენც სათქმელი გქონდეს!..
წმინდაა ეს ადგილები,
ყველგან სისხლებად ჟონავს,
ძვლები შინდისის გმირების
და მხილველსა გვრის ჟრჟოლას!..
შემოეალყა რუსი მათ
ტყვიის აწვიმდა ცეცხლებს,
მაგრამ უფალმა უსმინა,
წყალობით შეივერცხლნენ:
იბრძოლეს, როგორც შვენოდათ,
მტერს კი არ დაუნებდნენ...
სამშობლოსათვის - სჯეროდათ -
თავს სასიკვდილოდ დებდნენ!..
ჰოდა, აღსრულდნენ კიდევაც,
როგორც სჩვევიათ გმირებს,
სულებს ცა უძღვნის დიდებას,
მიწა უკოცნით პირებს!..
ჩვიდმეტნი იყვნენ, ჩვიდმეტსვე
ერთად უწია ლოცვამ,
ღმერთთან ავიდნენ იმ დღესვე,
გარდაიცვალნენ როცა!


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 12