ვკითხე მიზეზი და ასევე როდიდან იყო მსგავს მდგომარეობაში და ....
მხედველობა მაშინ დავკარგე როცა ჩემი შვილი დაიღუპაო, ხვალინდელ დღეს 9 აგვისტოს ჩამომისვენეს ჩემი ალიკაო, და მას შემდეგ სინათლე აღარ მინახავსო, 3 წლის შემდეგ ახალწელს კი ჩემი შვილიშვილი დაიღუპა ავღანეთშიო..
დავმუნჯდი და ვეღარაფრის თქმა ვერ შევძელი..
ამ დროს კი ისევ თვითონ გამამხნევა და საქართველოს გაძლიერება და გამთლიანება ისურვა
ამათგან პირველი ალიკა ზაზაშვილია რომელიც 9 აგვისტოს, რუსულმა კასეტურმა ბომბმა იმსხვერპლა.
ხოლო მეორე მისი დის შვილი ბესიკ ნინიაშვილი რომელიც 2011 წლის 30 დეკემბერს დაიღუპა ავღანეთში (აგრეთვე დაიჭრა აგვისტოს ომში, მაგრამ არ დაანება სამხედრო სამსახურს თავი)
დიდება გმირებს!!!
დიდება ამ გმირების გამზდელ მშობლებს!!!
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 47