Предыдущая публикация
მე ხიდთან ვხვდები პატარა გოგოს,
მას გონია რომ მე იგი მიყვარს,
მე კი მისი თვალები მომწონს...
ჩემი ტუჩები მის თვალებს ეხება,
იგი კრთის როგორც ჩიტი პატარა,
იმ ღამით მე მას ვაჩუქე კოცნა,
რომელიც კუბოს კარამდე ატარა.,,
და ისე მოკვდა რომ ვერ გაიგო,
მე იგი მომწონდა და არა მიყვარდა,
მაგრამ ყოველთვის მე მის საფლავზე,
ლამაზ ყვავილთა კონა მიმქონდა,,,
ერთხელ როდესაც ყვავილი დავდე,
დაღლილ დაქანცულს უკვე დაკარგულს,
ბრწყინვალე თვალზე შევნიშნე ცრემლი,
თურმე ტიროდა წარსულ სიყვარულს,,,
მე იმ დღიდან სხვა ქალი მძულდა,
დროს მე მივყავარ,დრო მე მიმყავს,
ხალხო გაიგეთ მე ის გოგონა,
ცოცხალი მომწონდა,მკვდარი კი მიყვარს..


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 16