Предыдущая публикация
ჯერ კიდევ თოვა,
თრობის ჟამი აქვთ
ქარვისფერ თასებს...
მე მიხარია
შენ რომ მოგწონვარ,
გულში რომ ხარ და
ასე რომ მავსებ!
მიმზერ ფიქრიდან,
ზოგჯერ ეჭვიდან,
და მეთბილება
შენი მშვენება...
შენ გეჩემება
ყველა ლექსი და
ეს სიყვარულიც
შენ გეჩემება...
გაჩუქებ იებს,
ლამაზ იანებს,
სითბოს
მზის სხივებს
დავესესხები...
პოეტი ვარ და
იეჭვიანებ,
ჩემზე ფიქრით და
ჩემი ლექსებით...
მაგრამ ჩამხედავ
მერე თვალებში,
დაგავიწყდება
წყენის წუთები.
ცრემლებს წაგიშლი
თბილი ალერსით
და გაბუსხული
ჩამეხუტები...
ჯერ კი წინაა
შენზე დარდი და
გაუკვალავი
დეკემბრის თოვლი...
ერთად ვიქნებით
ალბათ ხვალიდან
და დაგერქმევა
პოეტის ცოლი...
დათო ახლოური


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев