
ცხელ ტუჩებზე
შენი ტუჩები,
როცა თითები
საკინძეზე
ღილებს ძებნიან...
გაინაბები,
მომეცემი,
გამიყუჩდები...
შიშველ სხეულზე
გადაგაფენ
მზერას ვნებიანს...
ღამე იქნება
ღამისფერი
და მაინც თეთრი,
ამოვა მთვარე,
შეშურდება
შენი მშვენება...
დღეს ჩემს
სიყვარულს
ისევ იგრძნობს
წიაღი მდედრის,
სხვა სიყვარულის,
სხვა სიცოცხლის
გასაგრძელებლად...
დათო ახლოური


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев