Предыдущая публикация
როცა აღარ დაბრუნდება სახლში,
მერე ნუღარ მოუნდები გლოვას,
ხელსაც ნუღარ წამოირტყამ თავში.
როცა ქალი ყელს მოიხვევს ვნებას
და მბზინავ თმებს მიმოფანტავს ქარში,
მერე ნუღარ მიეცემი სევდას,
ხელებს ნუღარ წამოირტყამ თავში.
როცა ცოლი სხვას გაუყოფს საწოლს,
როცა სხვასთან დააპირებს სიცილს,
მერე ნუღარ შეიყვარებ დარდს და
მერე ნუღარ მოუნდები ყვირილს.
გაიხსენე, მაშინ ცოლის სახე,
როცა ღალატს უბედავდი თავად,
იცოდე, რომ არ მოითმენს არვინ,
უკეთესთან უეჭველად წავა.
როცა ცოლი დაიმოკლებს კაბას
სხვის სასთუმალს გაუთენებს ღამეს,
ჰკითხე ზოგჯერ შენს უბედურ თავსაც,
ხომ არ დაგიშავებია რამე ?!...
/ნანუკა ჭკუასელი/


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 139