Предыдущая публикация
რაც წუთისოფლად მივლია,
სულ სიყვარული დამაქვს...
ეს გოგო ჩემი წილია,
ვერ დაიჩემებს სხვა მას...
თურმე ღიმილიც იქვეა,
სადაც ტკივილი უთქვამთ.
ეს გოგო ჩემი ფიქრია,
ჩემი გული და სუნთქვა!
მადლობას ვწირავ ზენაარს,
დღეს რომ ლამაზი დღეა...
ეს გოგო ჩემი რწმენაა,
ჩემი სითბო და მზეა!
რომ დავთმო, როგორ დავთმო და
როგორ ჩავთვალო სხვისად,
ისე ლამაზად ვნატრობ და
ისე საყვარლად მიყვარს...
თუ ვდარდობ, დარდიც თბილია,
გულისფერია ცრემლიც...
ეს გოგო ჩემი წილია,
სიყვარულია ჩემი!
დათო ახლოური


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1