მე ის დედა ვარ – ერთი თვის მერე ორსულად, რომ არ იყო და თავი უშვილო ეგონა…
მე ის დედა ვარ – ორსულობა რომ გაიგო და ცრემლები ღვარა…
მე ის დედა ვარ – ცხრა თვის მანძილზე სულ, რომ ეგონა ბავშვს რაღაც უჭირდა…
მე ის დედა ვარ – ეხოსკოპიის გადაღებიდან, მხოლოდ ერთი კვირა, რომ იყო მშვიდად…
მე ის დედა ვარ – ეხოსკოპიაზე ბავშვი 300 გრამი რომ იყო, ნორმა კი 250 და გოლიათიაო უხაროდა….
მე ის დედა ვარ – ერთი დღე და ღამის ტკივილი, რომ ერთ წამში დაავიწყა გულზე დაწვენილმა შვილმა…
მე ის დედა ვარ – რომ ეგონა შვილს შეუცვლიდნენ სამშობიაროში, რადგან ყველაზე ლამაზი გააჩინა…
მე ის დედა ვარ – სამშობიაროში დღე საუკუნედ რომ ექცა…
მე ის დედა ვარ – არაერთი ღამე,რომ უთია ატირებულ შვილს…
მე ის დედა ვარ – პირველად, რომ შვილს გადაცდა მიატოვა და გარბოდა…
მე ის დედა ვარ – ღამის თენების მიუხედავად, დღე ძილი რომ არ ეკარებოდა…
მე ის დედა ვარ – მძინარე შვილს, რომ ხელს ადებდა და უსმენდა ხომ სუნთქავსო…
მე ის დედა ვარ – 20 წუთიანი რწევის მერე, რომ დააძინებდა და 5 წუთში მღვიძარი შვილი რომ ენატრებოდა და მის გაღვიძებას ნატრობდა…
მე ის დედა ვარ – სახლი რომ არეულია,ელოდება ბავშვი დაიძინებს მივალაგებო და დრო ყავის სმაში გაყავს.
მე ის დედა ვარ – შვილს რომ სიცხეს აძლევს და ნადგურდება…
მე ის დედა ვარ – ახალი დაწეული რომ აქვს სიცხე და მაღვიძარას აყენებს ყოველ 1 საათში სიცხე არ გამომეპაროსო, თუმცა იმ ღამეს ათენებს შვილის სუნთქვის თვლაში…
მე ის დედა ვარ – შვილი რომ ლოგინიდან გადმოუვარდა…
მე ის დედა ვარ – შვილი რომ არ ჰგავს…
მე ის დედა ვარ – შვილი, რომ საავადმყოფოში ეწვინა…
მე ის დედა ვარ – ყველა, რომ ეჩხუბება ნუ ფეთიანობო…
მე ის დედა ვარ – ბავშვის ჰაერში აგდებას რომ ვერ იტანს…
მე ის დედა ვარ – ბავშვი ერთ კვებას, რომ ჩააგდებს და ჰგონია გაძვალტყავდა ისე გახდა…
მე ის დედა ვარ – შვილის ყველა წამლის გემო, რომ იცის…
მე ის დედა ვარ – რომ ვატყობ ასე გიჟი დავრჩები…
მე ის დედა ვარ – ამას რომ წაიკითხავთ და იტყვით რამეს ( რათქმაუნდა არა კარგს )
და ბოლოს
მე ის დედა ვარ – რაც არ უნდა თქვათ მაინც, რომ არაფერი შემცვლის… :))


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 40
TAMARI AFCIAURI отправляет особенные смайлы. Используй и ты - открой http://xn--80aafifqlbn0a6b.xn--p1ai/vamestchtoto