„რატომ ტირიხარ?“–ჰკითხა ბიჭმა დედას.
„იმიტომ,რომ მე ქალი ვარ“–უპასუხა დედამ შვილს.
„ვერ მივხვდი“–თქვა ბიჭმა.
დედა უბრალოდ ჩაეხუტა ბიჭს და უთხრა:“და ვერასოდეს გაიგებ.მაგრამ ყველაფერი კარგადაა....“
ცოტა ხნის შემდეგ პატარა ბიჭმა მამას ჰკითხა:
„ზოგჯერ რატომ ტირის დედა უმიზეზოდ?“
„ყველა ქალი უმიზეზოდ ტირის“–ეს იყო რის თქმაც მამას შეეძლო...
ბიჭი გაიზარდა და დაკაცდა.და აქამდე აინტერესებდა რატომ ტირიან ქალები.საბოლოოდ მან ღმერთს ჰკითხა.
„ღმერთო რატომ ტირიან ქალები ასე ადვილად?“
ღმერთმა უპასუხა:
„როცა ქალი შევქმენი,გადავწყვიტე,რომ ის განსაკუთრებული უნდა ყოფილიყო.მე მისი მხრები საკმაოდ ძლიერი შევქმენი,რომ სამყაროს წონა ადვილად აეტანა.ამას გარდა შევქმენი მისთვის რბილი და ნაზი ხელები,რომ კომფორტი ეგრძნო...
მივეცი მას შინაგანი ძალა,რომ აეტანა ბავშვის დაბადების დროს გამოწვეული ტკივილი და უარყოფა,რომელიც ძალიან ხშირად შეგხვდება შენი შვილებისგანაც კი.
მივეცი მას სიმყარე,რომელიც მის ოჯახზე და მეგობრებზე ზრუნვის უფლებას აძლევს.მაშინაც კი როცა ყველაფერი მთავრდება ავოდმყოფობით და დაღლილობით,უკმაყოფილების გარეშე...
მე მივეცი მას მგრძნობიარე სიყვარული შვილების მიმართ,ყველანაირი გარემოების გარეშე.მაშინაც კი,როცა საკუთარი შვილი გულს გკტკენს ცუდი ქცევებით...
მას აქვს ძალიან დიდი ძალა,რომ გააჩინოს ბავშვი წუწუნის გარეშე და ჩაახშოს თინეიჯერების მღელვარება და შიშები...
მე მივეცი მას ძალა ქმრის მოსავლელად,მისი შეცდომების მიუხედავად.
მე მას მივეცი ჭკუა,რომ ცოდნოდა,კარგი ქმარი არასოდეს ატკენს გულს ცოლს.მაგრამ ზოგჯერ ქალის სიძლიერის და გაბედულების გამოცდა დგას საკუთარი სიმტკიცის უკან...
ყველასთვის ძნელია ეს საქმე.მე მას მივეცი ცრემლები დაღვრისთვის.ის მასთანაა,რომ გამოიყენოს როცა საჭიროა და ეს არის ქალის ერთადერთი სისუსტე...
როცა დაინახავ,რომ ტირის,უთხარი,თუ როგორ ძალიან გიყვარს,თუ რასაც აკეთებს ყველასთვის.და მას კიდევ შეეძლება ტირილი,რადგან შენ აგრძნობინებ მას სიყვარულს და სიკეთეს.ის განსაკუთრებულია!“


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 7