Предыдущая публикация
ძმას ძმა უკვდება ხელებში, გარშემო ცეცხლის რკალია,
ომი სისხლია, ხანძარი და არა ნაპერწკალია,
ომი ცრემლია, არავინ - არსაით მეხამრიდია,
ეს არის ჩვენი სამშობლო - „პატარა გორი დიდია“.
ძმას ძმა უკვდება ხელებში - იქნებ სწყუროდა წყალია,
ძმის ვინ ისმინა ღრიალი - ორივე რა საწყალია,
ომი შიშია, სიკვდილი, უაზრო კაცთსამკალია,
მიწის ზანზარი, ვაება, ტკივილი და კანკალია.
ძმას ძმა მოუკვდა ხელებში, რა სიმწრით სული დალია,
მტერს განა წამოსცდებოდა - რა ვქენი, ჩემი ბრალია?!
ისევ აქ არის დიდგორი, მტერს არ ვეგონო მხდალია,
ქართველისათვის შინდისი სინდისის სამართალია...
მიხეილ გელაძე
ქ. ბათუმი, 2016 წლის 8 აგვისტო


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 29
სინდისის სამართალია...