Предыдущая публикация
მესმის შენი სიცილი,
ნეტავ ცხადია? თუ გაორება?
დასასრულია და დასაწყისი,
ვინ ვარ? მე ალბათ ამაოება.
სადა ხარ? შენი ყელის სურნელს ვგრძნობ,
სიოს აღარ გავს, ქარიშხალია?
გავეცი, ეხლა სიცოცლხესაც ვთმობ,
ირგვლივ სამყაროს აღსასრულია.
სადა ხარ? შენი ჩრდილი თან დამდევს,
ნისლია ნეტავ? თუ სიბრმავეა?
მაგიჟებს , ვხედავ უცნაურ ტალღებს,
ეს ჩემი სულის ბოლო ღამეა.
სადა ხარ? სითბო ვიგრძენი შენი,
ეს სიკვდილს არ გავს, ის ხომ ცივია.
ვკვდები და მიანც იმედით ვრჩები,
რომ შენი თავი არავისია.
სადა ხარ? წამით, ლანდად გამოჩნდი,
მნახე ეული, სიცოცლხის ზღვართან.
მე ხომ ცხოვრებას შენთვის ჩამოვრჩი,
რომ შენ მზად დაგხვდე, სამოთხის ცასთან.
გიორგი ჩომახიძე


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев