Предыдущая публикация
მე ჩემი თავი მიყვარდა, მაგრამ,
შენ რომ გიხილე, გადავიყვარე.
ბევრი ვიბრძოლე მერე ჩემ თავთან,
და სიგიჟემდე შენ შეგიყვარე.
მე ყველაფერი დავთმე და მაინც,
ვგრძნობდი რომ აზრი არ ქონდა ჩემ აზრს.
გადავწვი ყველა შეგრძნების სახლი,
რომ დამენახა შენსავით მეც ცა.
შენით ვცხოვრობდი, მაგრამ შენ უხვად,
ჩემი ცხოვრების კიბეს ანგრევდი.
მინდოდა შენთან და ახლა ჩუმად,
ჩხუბის გარეშე ჩემით წავედი.
წავედი, რადგან გეგრძნო ყველა დღე,
რაც უჩემობას შენში დამარხავს.
შენ ასე გსურდა, გჩუქნი, მიიღე,
თავისუფლება მე რომ დამკარგავს.
წავედი, მტკივა ყველა ნაწილი,
შენ თავს რომ ვიცი არ დამავიწყებს.
უნდა ვიპოვნო მე ის ადგილი,
ჩემ თავს მაინც რომ გადამავიწყებს.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 4