ნაჩქარევად არ გათხოვდეთ გოგოებო, მითუმეტეს უსიყვარულოდ და მხოლოდ სიყვარულის გამოც.
დაუფიქრებლად არ მოიყვანოთ ბიჭებო ცოლები, როცა იაზრებთ მათ მოვლასა და ზრუნვას ვერ უზრუნველყოფთ.
ბავშვობისა და ახალგაზრდობის ასაკს ნუ შესწირავთ ნაადრევ ქორწინებას.
ვინც დაოჯახებულია, უყვარდეს მეუღლე და ღირსეულად ზიდოს უღლის ერთი მხარე სამარის კარამდე პატიოსნად, ძალადობისა და შეურაცხყოფის გარეშე.
საყვარელ ადამიანს თუ იპოვით და შეიცნობთ, გაუფრთხილდით მას, თორემ მისი დაკარგვის ტკივილი კედლებზე აგიყვანთ. აგაქვითინებთ. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ცხოვრების მეგზურის პოვნა.
ჩაცმაზე, კომფორტზე და ჭამაზე უყაირათოდ ფულის ხარჯვას, სჯობს, ფული დაზოგოთ მოგზაურობისთვის, იხეტიალეთ, თუნდაც ახლო მანძილებზე ფეხით, ავტობუსით ან ცხენით საკუთარ ქვეყანაში. ბუნების სუფთა წიაღით ტკბობა საუკეთესო საშუალებაა განტვირთვისთვის, დაწყნარებისთვის. ჩანჩქერთან, ნაკადულთან, მწვანე ფიჭვნარში თუ ყვავილებით მოჭედილ იალაღზე წოლა ღმერთთან სიახლოვეს გაგრძნობინებთ.
იცოდეთ, რომ ადამიანები განსხვავებული შეგნების, მოთმენის უნარის, განათლებისა და მგრძნობელობისანი არიან, კარგად გაიაზრეთ ეს და არავინ დაამციროთ, გული არ ატკინოთ მათ ნებსით თუ უნებლიედ.
უბრალოება და თავმდაბლობა სიამაყეზე და ქედმაღლობაზე გაცილებით მაღლა დგას, ადამიანს საამაყო თუ რაიმე ექნება ამ ქვეყნად, ეს მისი მოკრძალება და თავმდაბლობა უნდა იყოს.
იკითხეთ წიგნები. წიგნი დუმფარის ფოთოლზე ბევრად პატარაა, მაგრამ მასში მთელი სამყაროა ჩატეული. წიგნებიდან რასაც ადამიანი სწავლობს, იმის მეასედს ვერ გაიგებ მოსმენითა და ნახვით,
თუმცა წიგნების კითხვა უეჭველ განათლებულობაზე არ მეტყველებს.
ადამიანი ხარ, ხან მწარედ აქვითინდები, ხან გულიანად იცინებ, ხან დაკარგავ, ხან იპოვი, ხან შეგაქებენ, ხან გაგკიცხავენ, ზოგისთვის მტერი იქნები, ზოგისთვის მოყვარე. ეს არ არის ტრაგედია.
სრულყოფილი ადამიანი არ არსებობს, მაგრამ არსებობენ კარგი შვილები, კარგი მამები, კარგი დედები, კარგი მეგობრები და ქველი ადამიანები.
ეცადეთ იყოთ თქვენც.
ხვალინდელი დღის იმედი ნუ მოგიშალოთ ღმერთმა, დამიჯერეთ, ერთ დღესაც სიხარულის მზეც გამოანათებს დღევანდელი მელანქოლიის ღრუბლებიდან.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 9