Предыдущая публикация
- რა, რა გაპატიო?
- არასდროს მიწყენინებია რაიმე შენთვის?
- არაფერი მახსენდება.
-აბა კარგად დაფიქრდი.
-არა, შენგან არანაირი წყენა არა მაქვს მე გულში.
- მაინც მაპატიე.
- რა გაპატიო, გაგიჟდი?! მე შენგან წყენა არ მახსოვს- მეთქიი!
- აწი რასაც გაწყენინებ ის მაპატიე.
- მოიცა, შენ გინდა წინასწარ გაპატიო, რაც შესაძლოა მომავალში მაწყენინო?
- ჰო, ასე გამოდის.
- და რა იცი რომ რაიმეს მაწყენინებ?
- ცხოვრება ისეთი ოხერი რამეა, ზოგჯერ ადამიანებს ნებსით თუ უნებლიეთ გულს ვტკენთ.
- მაშინ შენც მაპატიე!
- რა გაპატიო?
- აი, ჩემი ქცევით ან სიტყვით გულს თუ გატკენ მომავალში
- მეც გაპატიებ.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 5