Предыдущая публикация
ჩიტების ფრთხიალი მინდა...
აღარ გავიხსენოთ, გუშინ,
როგორ უმოწყალოდ წვიმდა...
მინდა გვირილების კონა,
ანდა ყვავავილები თმებში...
ერთი სიყვარულის კოცნა,-
კოცნა, ჭკუიდან რომ შეგშლის...
მინდა გაზაფულის წვიმა,
თბილი... ყვავილების თქეში..
შენში რომ არ შევცდე, მინდა,
გვირილებს მიწნავდე თმებში..
თვალებს, მერცხლებივით მკვირცხლებს,
ისევ ისე ენთოს ცეცხლი...
თუნდ გადაუღებლად წვიმდეს,
ოღონდ სულ შენ მყავდე გვერდში..
მინდა გაზაფხული სულში,
მზესავით ბრწყინავდეს მინდა...
აღარ გავიხსენოთ გუშინ,
როგორ უმოწყალოდ წვიმდა...
/ნინო ახალაშვილი/


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев