Предыдущая публикация
ამდენი სიცრუე, ამდენი ტყუილი...
შორს გადაკარგვა და გაქცევა მომინდა,
რომ გულში ჩავიკლა ეს მგლური ყმუილი...
ჭრილობა მეხსნება, ვიხორცებ იარებს.
ახალი იარის ადგილი არ დამრჩა.
ჩემთვის დედამიწაც უკუღმა ტრილებს
და ვეძებ, იმ იმედს, სადღაც რომ გადარჩა...
აყეფდა სიცოცხლე, სილაში ვაგდივარ,
სული ტალახიან ხელებს მივამსგავსე...
ზიზღსა და სიბრაზეს ჯერაც ვერ გავყრილვარ,
უფალთან ვერ მივალ! ვერ მივალ, მე ასე!
ამდენი სიყალბე საიდან მოვიდა?!
ამდენი სიცრუე, ამდენი ტყუილი...
შორს გადაკარგვა და გაქცევა მომინდა,
რომ გულში ჩავიკლა ეს მგლური ყმუილი...
10/02/2016 წ.
/ ნინო ახალაშვილი /


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 3