აივნებზე გადმომდგარან იები,
აქ, ფიქრებსაც სხვანაირი ფერი აქვს,
გამიმხილა მარტმა სიმპათიები.
ჩემს ქუჩაზე ოცნებები იღვიძებს,
ყვავილებად იშლებიან კვირტები,
გაზაფხულიც კი მიმიხვდა სიყვარულს,
შენ კი ნეტავ ოდესმე თუ მიხვდები.
ჩემს ქუჩაზე პაემნობენ ატმები,
გაწვიმდა თუ სიხარულის ცრემლია?
რითმებს ვეძებ უსასრულო მორევში
და ვიცი რომ მე მუზები მელიან.
ჩემს ქუჩაზე რომ იცოდე რა ხდება
შეიშალნენ, შეიშალნენ ხეები,
ზეცას მისწვდნენ დაზაფრული ტოტებით,
დამანახეს თეთრი სამოთხეები.
ახლა სულიც მზისფერია, ასე მწამს,
ჩემს ქუჩაზე თვალებს იფშვნეტს ენძელა,
შენ არ იცი რა ხიბლი აქვს გაზაფხულს
არ იცი, რომ მარტოობაც მეძნელა.
ჩემს ქუჩაზე სუნთქვა უნდა ისმოდეს,
ძალებს იკრეფს დარცხვენილი სამყარო,
არ ვაპირებ ჩემი თეთრი გრძნობები,
ზეციდან რომ მიწისაკენ დავხარო.
/ ნანუკა ჭკუასელი /


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1