არწივს რომ ემგვანებოდეს...
საათი გვქონდეს ისეთი,
წამს წამი არ აკლდებოდეს...
სამშობლო მინდა ისეთი,
მტერთაც კი ენატრებოდეთ...
საფიცრად გვქონდეს, ის ერთი,
არ დავთმოთ, თუნდაც ვკვდებოდეთ...
ფანდური მინდა ისეთი,
სიმები არა წყდებოდეს...
სულ ჟღერდეს, მამულისათვის,
არასდროს არა ცხრებოდეს...
თვალები მინდა ისეთი,
სულის სიღრმეში წვდებოდეს,
გულს კი, სულ ყავდეს, ის ერთი,
სხვა არვინ არ უნდებოდეს...
სიტყვები მინდა ისეთი,
სულში ნაკვერჩხლად ჩნდებოდეს.
კაცში სიკეთის სურვილი,
არასდროს არა ქრებოდეს!
სინათლე მინდა ისეთი,
უმზეოდ, სული თბებოდეს!
სიცოცხლე მინდა ისეთი,
არავინ არა კვდებოდეს!
სამშობლო გვქონდეს ისეთი,
მტერსაც კი ენატრებოდეს...
და ყველა ადამიანი,
აქ, უფალს ემსგავსებოდეს...
/ნინო ახალაშვილი/


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 10
TAMARI AFCIAURI дарит бесплатные стикеры. Добавляй и ты - открывай http://tinyurl.com/z8xoh53
TAMARI AFCIAURI пересылает необыкновенные смайлики. Используй и ты - выбери http://tinyurl.com/z8xoh53