Предыдущая публикация
ცხოვრების უცხო ბილიკს.
გზაზე ხან ღიმილს ვხვდებოდი,
ხანაც მავანთა ქილიკს.
რამდენი გამომივლია,
გამითელია გზები.
წლებმა ჯერ ჟამი შეცვალეს,
მერე გული და თმები...
დრო მოვა, ერთხელ, მეც წავალ,
დღე შეიცვლება ღამით...
ერთხელ მეც გამომიტირებს
ქსანზე ბალახის ნამი.
ჯერ კი წინ ერთი კიბეა,
ერთი ან იქნებ ორი.
მიწამდე როგორ ახლოა,
ზეცამდე როგორ შორი.
წავალ, დავტოვებ ამ ლექსებს,
როგორც ხსოვნას და სანთელს,
ჩემი სიცოცხლის წამზომი
დიდიხანია ჩართეს.
\დათო ახლოური\


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 6