Предыдущая публикация
შენს ქორწილის დღეს მეც შენსავით ვინერვიულებ,
სხვაობა მარტო განწყობაში იქნება ვიცი.
შენ ბედნიერი მომავლისკენ გადააბიჯებ,
მე კი უშენოდ ცხოვრებაზე დავიწყებ ტირილს.
თეთრი კაბიდან ანგელოზის სახით იღიმებ,
გაუზიარებ სიხარულის შეგრძენბას ყველას.
მე ამღვრეული თვალებიდან შემოვირიგებ,
რომ დავივიწყე, სულ ცოტახნით მეგობარ სევდას.
შენ სილამაზეს, ჩააბარებ სხვას ძვირფას განძად,
და გაჯერდებით ერთმანეთის სითბოს გაცვლებით.
მე სიყვარული შემომრჩება დაწერილ ფრაზად,
შენ ქმართან წახვალ, მე ჩემ თავთან მარტო დავრჩები.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 4