.ეს აცრემლებული ბებო რუსთაველის გამზირზე #40 ზის და ყვავილებს ყიდის,როცა ჩავუარე ისე ტიროდა გავბედე მივსულიყავი და მეკითხა შევძლებდი თუ არა მის დახმარებას,მაგრამ საკითხი იმდენად მძიმე იყო...მითხრა,რომ შვილები ჰყავს (ბიჭები) რომლებსაც გარკვეულ ასაში დედა აღარ მოუნდათ,არც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აღარ აღელვებთ და არც ის თუ სად ცხოვრობს.მისი საცხოვრებელი ადგილი პატარა ხის ფიცრებით შეკრული ქოხია და უმეტესად მშიერს უწევს ყოფნა, ერთადერთი რამ,რაც მთხოვა იქნებ დამეხმაროთ და პატარა თავშესაფარი მქონდეს გურჯაანშიო, ვკითხე რატომ გურჯაანითქო და იქ ჩემი მეუღლეა დაკრძალული,რომლის საფლავი მენატრება და ერდათერთი რაც მინდა,სიკვდილამდე მასთან ახლოს ყოფნა და საფლავის მოვლა არისო! ეს ადამიანი იმდენად სულგრძელია,რომ უპატრონოდ მიტოვებულმა დედამ, მაინც ღმერთს ვთხოვ შვილებს შეუნდოს ყველაფერი რასაც სჩადიანო.იქნებ შევძლოთ დახმარება ან მივაწვდინოთ ხმა იმას ვისაც შესაბამისი სურვილი და სახსრები გააჩნია დახმარებისთვის!!!! #სიკეთეგადამდებია!


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 24